13 ოქტომბერს მოეწყო კლუბის წევრების შეხვედრა. ისინი შეიკრიბნენ კომპიუტერის კაბინეტში, სადაც მოხდა ერთწუთიანი ფილმების ჩვენება, რომლებიც გადაღებულია თავიანთი თანატოლების მიერ საზოგადოება ,,ბილიკის" ორგანიზებით. ფილმებმა ძალიან დააინტერესა და დააფიქრა ბავშვები.
ფილმების ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია. ბავშვებმა ერთხმად უარყვეს მავნე ჩვევები და ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების უპირატესობაზე.
https://www.youtube.com/watch?v=yFmGUehFT2c
https://www.youtube.com/watch?v=mT78VMov93w
https://www.youtube.com/watch?v=rgo0C_SNcGs
https://www.youtube.com/watch?v=t5A2l7LHgSU
https://www.youtube.com/watch?v=FdooRXFfNHA
Thursday, October 16, 2014
კლუბის დღის წესრიგი
2 ოქტომბერს ჩატარდა კლუბ ,,ჯანსაღი ცხოვრების" შეხვედრა. კლუბის წევრებმა შეიმუშავეს კლუბში მუშაობის წესები.
გააკეთეს ენერჯაიზერი ,,ბეწვის ხიდი", რომელმაც ძალიან გაახალისა ბავშვები. გარდა იმისა, რომ კლუბში ბევრს საუბრობენ ჯანსარი ცხოვრების შესახებ, სხვადასხვა აქტივობებით უფრო კარგად ეცნობიან ერთმანეთს, მეგობრდებიან და ეჩვევიან ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევებს.
გენმოდიფიცირებული პროდუქტი
ოქტომბრის დასაწყისსი შინდისის საჯარო სკოლის კლუბმა,,ჯანსაღი ცხოვრების წესი'' მოაწყო შეხვედრა თემაზე ,,გენმოდიფიცირებული პროდუქტები". კლუბის წევრებმა მოაწყეს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა საფრთხეს უქმნის გენმოდიფიცირებული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობას. ისაუბრეს ჯანსაღი და გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ. ბავშვების აზრი გენმოდიფიცირებული საკვების მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო. კლუბის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას მათი ინტერესები და შეზღუდოს გენმოდიფიცირებული საკვების შემოტანა. იზრუნოს ახალგაზრდობის ჯანმრთელობაზე, რადგან ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელია ადამიანისთვის.
ამავე შეხვედრაზე ჩატარდა ხატვის კონკურსი: ,,გენმოდიფიცირებული პროდუქტი".
ამავე შეხვედრაზე ჩატარდა ხატვის კონკურსი: ,,გენმოდიფიცირებული პროდუქტი".
Subscribe to:
Posts (Atom)